Monday, June 4, 2012

ივ სენ ლორანი


ივ სენ ლორანი

   ივ სენ ლორანი დაიბადა ალჟირში 1936 წელს შეძლებული ფრანგის ოჯახში. ჩაცმის ხელოვნებისადმი ინტერესი და ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა, პარიზში დაეუფლა მხატვარ-მოდელიორის პროფესიას და სულ რამდენიმე თვის შემდეგ კაბის საუკეთესო ესკიზუსათვის გამოცხადებულ კონკურსში პირველი პრემია მიიღო. დიორმა, რომელიც კონკურსის ჟიურის წევრი იყო, სენ ლორანი დაუყოვნებლივ მიიწვია თავის ასისტენტად, ხოლო როდესაც დიორი გარდაიცვალა, იგი ლორანმა შეცვალა. 22 წლის ახალგაზრდა დიზაინერს თავისმა დებიუტმა სენსაციური წარმატება მოუტანა. მოდების სამყარო დიდი იმედითა და სიმპატიით განეწყო ამ ნიჭიერი და ბუნებით მოკრძალებული ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მომავალში ფრანგული სკოლის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი და მისი ლიდერი გახდა.
   1962 წელს ივ სენ ლორანმა უკვე თავისი სალონი გახსნა, სადაც თავი მოუყარა და დიდი გულმოდგინებით შეარჩია მაღალი კვალიფიკაციის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანები, დაწყებული საუკეთესო მკერავ-ოსტატებიდან, ადმინისტრაციული მუშაკებით დამთავრებული. იგი ძალიან მომთხივნია, როგორც თანამშრომლების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ამავე დროს დიდი პატივისცემითა და რიდით ექცევა თითოეულ მათგანს. ეს საუკეთესო გაკვეთილი მან ჯერ კიდევ დიორის ფირმაში მუშაობისას მიიღო, ასევე ის უდაო ჭეშმარიტებაც, რომ ჩანაფიქრის ოსტატურად შესრულება წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. როგორც შემოქმედი, სენ ლორანი რეალურ, კლასიკურ პრინციპებს ემყარება. მისი მოდელები საოცარი სინატიფითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ივ სენ ლორანის შემოქმედებითი დევიზია: "სილამაზე შერწყმული მაქსიმალურ ფუნქციონალურობასთან." იგი თავის თავს შანელის სულიერ მემკვიდრედ თვლის. დიდი წარმატებით მუშაობს აგრეთვე თეატრსა და კინოში. მისი მოდელები დიდი წარმატებით იყო გამოფენილი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენსა და ერმიტაჟში. 1985 წელს დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. როდესაც ლორანს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს ყველაზე ელეგანტურ ქალად, მან უყოყმანოდ 86 წლის შანელი დაასახელა. 40 წლის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 2002 წელს ივ სენ ლორანის ფირმამ შეწყვიტა არსებობა.


გამოყენებული ლიტერატურა


http://dadu-accessory.blogspot.com/search/label/%E1%83%98%E1%83%95%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

No comments:

Post a Comment