Monday, May 21, 2012

დიზაინერები

1.ჯანი ვერსაჩე

ვერსაჩე(იტალ,versace) – იტალიური მოდის სახლი,რომელიც 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დაარსა.1997 წლის 15 ივლისს,როდესაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენმა მოკლა,მოდის სახლს სათავეში მისი და,დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა,ხოლო უფროსი ძმა– სანტო ვერსაჩე გენერალური დირექტორი გახდა.

2.ემანუელ უნგარო
ემანუელ უნგარო წარმოშობით იტალიელი დაიბადა საფრანგეთში პროვანსში 1939 წელს. მუშაობა დაიწყო მამის ატელიესა და მაღაზიაში. 1956 წელს ხსნის თავის საკუთარ ფირმას,მას მოდის ჯადოქარს უწოდებენ.უნგაროს მოდელები გამოირჩევა ელეგანტურობით,აკადემიურობით და რაც მთავარია პრაქტიკულობით."ელეგანტურობა–ეს არის უნარი  ტანსაცმლის ტარებისა,იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფროა,ვიდრე მისი გარეგნული გამოხატულება და  პიროვნების ეთიკას წარმოდგენს..." ამბობს იგი.

3.პიერ კარდენი

პიერ კარდენი ფრანგული მოდის ერთ–ერთი ცნობილი "კუტიურიეა", რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს ერთ–ერთი ლიდერის როლს. იგი ერთ დროს დიორთან მუშაობდა. თავისი სალონი გახსნა 1953 წელს, ფობუს სენტ–ინორეს ქუჩაზე.იგი არამარტო გამორჩეული დიზაინერია,არამედ თანამედროვე მოდის რეფორმატორიც.

4.კრისტიან დიორი

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა დიდი ფრანგი მოდელიორი კრისტიან დიორი, რომელიც ფრანგული სკოლის ყველა კარგ ტრადიციას ფლობდა. მან მხოლოდ 10 წელი უხელმძღვანელა ფირმას,მაგრამ ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მისი სახელი ფრანგული მოდისა და სინატიფის სინონიმად იქცა. დროის ყველაზე უბრალო კაბაც კი ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს წარმოადგენდა. პირველი კოლექცია დიორმა პარიზის საზოგადოებას 1947 წელს უჩვენა.ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი.ოკუპაციის მძიმე წლებში პარიზის ფირმების უმეტესმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა.

5.გაბრიელ (კოკო) შანელი

პოლ პუარეს შემოქმედებით მემკვიდრედ მიიჩნევენ გაბრიელ შანელს,რომელიც მოდების სამყაროს მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მოევლინა.ამ უაღრესად ჭკვიანი და დიდი გემოვნების ქალის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სიახლის  დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში. შანელის მოდის ძირითადი დამახასიათებელი თვისება სისადავე იყო. იგი მოდელებს გარეგნული ეფექტების გარეშე ქმნიდა,მხოლოდ მისთვის რჩეული სინატიფითა და ელეგანტურობით.


გამოყენებული ლიტერატურა


http://dadu-accessory.blogspot.com/2011/06/web.html

No comments:

Post a Comment