Monday, May 21, 2012

"ზოგი რამ მოდის შესახებ" ლელი ხვედელიძე

   ტანსაცმელი ეკუთვნის ყოფის იმ აუცილებელ საგანს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანთან,მისი ცხოვრების პირობებტან და თავისებურებებთან.ამავე დროს,იგი ადამიანის ესთეტიკური შემოქმედების ერთ–ერთი ფორმაა.
   რთულია კოსტიუმის წარმოშობისა და განვითარების პროცესი. მისი წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია პირველყოფილი ადამიანის შრომით საქმიანობასთან, მის შეგუებასთან გარემო პირობებთა.
   ტანსაცმლის მთავარი როლი ადამიანის ტანის დაფარვაა.მთავარია,მაგრამ არა ერთადერთი. მისი ფუნქცუა მრავალნაირია. ჩაცმულობით ადამიანი ამავე დროს თავს იმშვენებს,ილამაზებს.
   ტანსაცმელი საოცრად ცვლის ადამიანის იერს,ყოველთვის ავლენს მასში რაღაც ახალს,დამახასიათებელს. მას ფიზიკური ნაკლის შენიღბვაში ეხმარება და გარეგნობის დადებითი მხარის ხაზგასმის საშუალებას აძლევს. კოსტიუმი აყალიბებს ადამიანის არა მარტო გარეგნულ მხარეს და იერს, არამედ მის ბევრ პირადულ თვისებასაც ავლენს.
   მოდის,როგორც საზოგადოებრივი მოვლენის,ახსნას არა ერთხელ ცდილან სხვადასხვა დროისა და დარგის სპეციალისტები.ასევე არა ერთი საზოაგდო მოღვაწე ,მაგრამ ამ საკითხზე სრული,ამომწურავი განმარტება ჯერ არავის მოუცია."ბრიყვები ავრცელებენ მოდას,მაგრამ ჭკვიანებს არ სურთ ჩამორჩნენ მათ და თუ სასაცილოა,რომ მოდას ასეთი ძალა აქვს, მით უფრო სასაცილოა,რომ არ მისდიო მას..."
    მოდამ განვითარების მეტად რთულიდ ა ხანგრძლივი პერიოდი განვლო.მიუხედავად იმისა რომ ტანსაცმელი უხსოვარი დროიდან არსებობს და საზპგადოების განვითარებასთან ერთად დროთა განმავლობაში იხვეწება და სულ უფრო სრულყოფილი ხდება.

გამოყენებული ლიტერატურა


http://dadu-accessory.blogspot.com/2011/06/web.html

No comments:

Post a Comment